გარდაბანში კორონავირუსზე კიდევ 205 პირი გამოიკვლიეს

 გარდაბანში გამოკვლეულ 205 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. 

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა გოგოლაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტში ეპიდკვლევები გრძელდება და ლუგარში კიდევ რამდენიმე პირის საკვლევ ნიმუშებს გადააგზავნიან.

ბოლო ოცდაოთხ საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა წალკაში.  მუნიციპალიტეტში  37 პირის ტესტის პასუხი ვირუსულ ინფექციაზე უარყოფითია. ეპიდემიოლოგები კიდევ 45 პირს გამოიკვლევენ.

ჯამში წალკაში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული.