გარდაბანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მოკლულია 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი.
როგორც ადგილობრივები TV4-ის გადამღებ ჯგუფთან ყვებიან, ერთ-ერთი ვერსიით დაპირისპირება სოფელში დაიწყო და მარტყოფის სასაფლაოზე გაგრძელდა. სოფლის მცხოვრებლების ინფორმაციით, მკვლელობა სწორედ, სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
ამასთან, როგორც ცნობილი ხდება, სოფელში სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.