დღეიდან ქალაქ გარდაბნის ორი სკოლა, N1 და N4, სწავლების დისტანციურ მოდელზე გადავიდა. ამის შესახებ TV4-ს გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ირინა ქირიას ინფორმაციით, კორონავირუსი აღნიშნულ სკოლებში ორ პედაგოგს დაუდასტურდა.
მისივე ინფორმაციით, ვირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, ონლაინ ფორმატით სწავლას აგრძელებს მარტოფის N2 საჯარო სკოლა, ხოლო სოფლის პირველი სკოლა ჰიბრიდულ მოდელზეა გადასული. მეორე სკოლაში პედაგოგები, უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
ცნობისთვის, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, სწავლების დისტანციურ მოდელზე იმყოფება, სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლაც. სკოლაში ვირუსი 7 პედაგოგს და 10 მოსწავლეს, ჯამში 17 პირს აქვს დადასტურებული.







