გახარია: შსს-მ სასწრაფოდ უნდა დააკავოს დანაშაულის ჩამდენი პირი

პრემიერი გიორგი გახარია მთავრობის სხდომის დაწყებამდე ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შსს-მ სასწრაფოდ უნდა დააკავოს დანაშაულის ჩამდენი პირი.

მისი თქმით, არ უნდა გაჩნდეს დაუსჯელობის აღქმა.

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შსს-ს აქვს უმთავრესი ამოცანა: უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი, სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. სამძებრო და ოპერატიული მოქმედებები მიმდინარეობს.

ყველა კანონიერი ინსტრუმენტი უნდა იყოს გამოყენებული ამ მიზნისთვის, რათა არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან, დანაშაულის დაუსჯელობის აღქმის გაჩენა”.