მე-12 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი გელა ნაკაშიძე TV4-ს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, საზოგადოებას თავისუფალი და დამოუკიდებელი კანდიდატი სჭირდება.
მისივე ინფორმაციით, კანდიდატი მონაწილეობს სამუშაო შეხვედრებში, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები რამდენიმე პარტიის გაერთიანებასთან დაკავშირებით.
კოალიციის შექმნის გარდა, კანდიდატი კონკრეტულ ნაბიჯებს მანამდე არ აანონსებს, სანამ საარჩევნო გეგმას პროგრამის სახით ოფიციალურად არ წარადგენს.