“ქართული ოცნება არ არის ის ძალა, რომელიც პოპულისტურ დაპირებებს გასცემს”- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
“ქართული ოცნება არ არის ის ძალა, რომელიც რაიმე პოპულისტურ დაპირებას გასცემს. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ გვაქვს თითოეული დღე გაწერილი პროგრამის შესაბამისად და მინდა ახლავე გითხრათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც ჩვენ უკვე ვსაუბრობთ, დამატებით იქნება ინვესტირებული ოთხი წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარი.
ეს ის კონკრეტული პროგრამებია და ის კონკრეტული პროექტებია, რომლებიც ჩვენ უკვე განხილული გვაქვს და ვიცით.”- ამბობს პრემიერი.









