გიორგი გახარია : 31 ოქტომბერს ქვეყნის მომავალი წყდება

იმდენად დარწმუნებული ვართ ჩვენი მოქლაქეების მხარდაჭერაში, რომ მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა დავიცვათ ღირსეული გამარჯვება. არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მესტიაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

 მისი თქმით, 31 ოქტომბერს ქვეყნის მომავალი წყდება.

„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ 31 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მომავალს ვწყვეტთ. ჩვენ, იმდენად დარწმუნებული ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომ მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ უნდა დავიცვათ ღირსეული გამარჯვება. არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ არანაირ პროვოკაციას. ღირსებით, მოთმინებით, სამართლიან ბრძოლაში მშვიდად, კიდევ ერთხელ უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება და ეს გამარჯვება გავხადოთ მესტიის და სრულიად საქართველოს გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ სვანებო“, – განაცხადა გახარიამ