გორის კლინიკაში გადაყვანილ ბავშვთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა

გორში, სამედიცინო ცენტრ “იავნანაში” მოწამვლის სიმპტომებით კიდევ 30 ბავშვი შეიყვანეს.

ჯამში, კლინიკაში ინტოქსიკაციის სიმპტომებით 80-მდე ბავშვი მკურნალობს.

ექიმის თქმით, აღნიშნულ მოვლენებს მშობლები, სავარაუდოდ, საკვებს ან წყალს უკავშირებენ.