რუსთავში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. როგორც TV4-ს რუსთავის პირველი დიაგნოსტიკური ცენტრის მენეჯერმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, პირველ ეტაპზე ქალაქში სკოლებისა და ბაღების პერსონალი აიცრება.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება უკვე შეუძლიათ ორსულებს, დიალიზზე მყოფ პირებს, C ჰეპატიტის მქონე პაციენტებს, რომლებიც მკურნალობას გადიან. ასევე აივ ინფექციის მქონე პირებს და ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს.
პირველი ნოემბრიდან იგეგმება ვაქცინის მარაგის შევსება.