დაპირისპირება N62 საარჩევნო უბანზე- TV4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, “მოდუსის” შენობაში, საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. გავრცელებული ინფორმაციით, უბანზე პროცედურული შეცდომა დაფიქსირდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილზე მივიდა N20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური.
ამ დროისათვის ვითარება უკვე დასტაბილურდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.









