დასახელდებიან თუ არა წელს რუსთავში საპატიო მოქალაქეები ?

 პანდემიის გამო , „რუსთავქალაქობა 2020“-ის ფარგლებში მიმდინარე წელს საპატიო მოქალაქეებს არ შეარჩევენ ,- ამის შესახებ TV4-ს რუსთავის მერიაში განუცხადეს. ტრადიციულად, რუსთავის საპატიო მოქალაქის დასახელება „რუსთავქალაქობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების განუყოფელი ნაწილი იყო.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში “რუსთავქალაქობა 2020″ განსხვავებულ ფორმატში გაიმართება. ქალაქის პირველი პირის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, დამეგობრებულ ქალაქებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრები გაიმართება.