ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პიკი რამდენიმე დღე გაგრძელდება, რასაც შემთხვევების კლება მოჰყვება.
ენდელაძის თქმით, საქართველო კვლავ რჩება მწვანე ზონაში.
“აქტიური დატესტვის შედეგად შემთხვევათა რაოდენობა მოიკლებს. ვლინდება თანდათან ყველა ინფიცირებული და ეს კარგია, რადგან ისინი არ რჩებიან ბინაზე და საზოგადოებაში. რამდენიმე დღე გვექნება პიკი და შემდეგ თანდათან შემცირდება. მე ვფიქრობ, ქვეყანა ისევ მწვანე ზონაშია”, – აცხადებს ენდელაძე.