თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში გამოვლინდა, 360 – აჭარაში.
რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მისი ცნობით, 99 იმერეთში, 78 ქვემო ქართლში, 73 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 46 კახეთში, 25 გურიაში, 15 მცხეთა-მთიანეთში, 15 შიდა ქართლში, ხოლო 7 სამცხე ჯავახეთში დადასტურდა.