ეპიდვითარება რუსთავში – მოძიებულია თუ არა ინფიცირებულთა კონტაქტები?

კოვიდინფიცირებული რუსთაველი პირველკლასელის მშობლის 10 კონტაქტი მოძიებულია და კონტაქტების კვლევა გრძელდება. 

TV4-ის ინფორმაციით, რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის მშობელს გუშინ გვიან ღამით კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრში TV4-ს განუცხადეს,  გუშინ დადასტურებული შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. დავით ბეგაშვილის ცნობით, უნდა დადგინდეს რამდენად მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს კონტაქტებთან. მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

რაც შეეხება რუსთავის ცხელების ცენტრში დაფიქსირებულ კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც 30 წლამდე რუსთაველ ქალს უკავშირდება, არსებული ინფორმაციით ის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ქალის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.