“ვითიბი” ბანკის რუსთავის ფილიალის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

“ვითიბი” ბანკის რუსთავის ფილიალის თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. როგორ ტვ4-ს განუცხადეს, 50 წლამდე ქალი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

როგორც რუსთავის ცხელების ცენტრში აცხადებენ, კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ ორ ადამიანს. ერთ-ერთი ინფიცირებული 70 წლამდე ქალია, რომელიც ანსამბლ “თუთარჩელას” კონტაქტს წარმოადგენს.

ინფიცირებულია კიდევ ერთი – 50 წლამდე ქალი, რომლის დაინფიცირების წყარო უცნობია.