ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია თანხა.
როგორც ცნობილი ხდება, ავტომობილი, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ, სოფელ ახალსოფელში იპოვეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.