ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-მარნეულის გზაზე. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, საავტომობილო გზაზე საცობია. ინფორმაციას და ფოტო მასალას სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც სამირა ბაირამოვამ TV4-ს განუცხადა, ერთამენტს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.