თეთრიწყაროში 8000-მდე ბენეფიციარი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გამოაცხადა ელექტრონული შესყიდვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის -15 სოფლის (წინწყარო, გოლთეთი, ასურეთი, ხაიში, მაწევანი, დიდი და პატარა დურნუკი, ქოთიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი და შავსაყდარი) წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საპროექტო – სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.
პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბი სადგურის, გაუსნებოვნების სისტემების, რეზერვუარის, სადაწნეო კოშკის (საჭიროების შემთხვევვაში), სახლის დაერთებების, კორპუსების შიდა გაყვანილობის, მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოებს.
პროექტის განხორციელების შედეგად 24-საათიანი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს 8000-მდე პირდაპირი ბენეფიციარი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 64 875 592 ლარს შეადგენს.