თენგიზ ცერცვაძე : სხვა ქვეყნები სიკვდილიანობის ასეთ მაჩვენებელზე ოცნებობენ

” ერთეულებით მოიმატა სიკვდილობამ.  ეს საქართველოსთვის არის ბევრი, თორემ სხვა ქვეყნები ასეთ მაჩვენებელზე ოცნებობენ”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა,  თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც მილიონ მოსახლეზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს.

“აქა-იქ ისმის ინტერპრეტაცია, რომ კატასტროფულად გაიზარდა სიკვდილობა და რაღაც სიმართლეს აბსოლუტურად აცდენილი კომენტარები. მინდა გითხრათ, რომ მაქსიმუმი სიკვდილობის, საქართველოში რაც დაფიქსირდა, ეს იყო 7 შემთხვევა. ერთეულებით მოიმატა სიკვდილობამ. ეს საქართველოსთვის არის ბევრი, თორემ სხვა ქვეყნები ასეთ მაჩვენებელზე ოცნებობენ.

მიუხედავად გარკვეული მატებისა, საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ევროპის 49 ქვეყნისა და ჩრდ. ამერიკის ქვეყნებს შორის, ორი მცირე ქვეყნის გამოკლებით, ჰყავს მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი, გვაქვს გარდაცვლილთა საოცრად დაბალი რიცხვი”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე