რუსთავის ანსამბლ “თუთარჩელას” კიდევ ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, გაგზავნილი 9 ნიმუშიდან 4 კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ოთხივე მათგანი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.
შეგახსნებეთ, გუშინ თუთარჩელას” სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 20 წლის გოგოს “კოვიდ 19” 5 ოქტომბერს, ორშაბათს დაუდასტურდა.
ანსამბლი ხელმძღვანელის, თამარ ბუაძის განცხადებით, ანსამბლის წევრს, რომელსაც “კოვიდ 19” დაუდასტურდა, გუნდთან შეხება შაბათს ჰქონდა. ამასთან, მისივე ინფორმაციით, დანარჩენი ორი პირი მისი კონტაქტები არიან.
“თუთარჩელას” ყველა წევრი იზოლაციაშია, ხოლო მეორე სამუსიკო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.