რუსთავში, მომღერალთა გუნდ ,,თუთარჩელას” 26 წევრი კორონავირუსით არის ინფიცირებული.
პირველი დადასტურებული შემთხვევიდან დღემდე ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსი ჯამში 26 მომღერალს, მათ შორის გუნდის ხელმძღვანელსაც დაუდასტურდა.
პისიარ ტესტის პასუხი მხოლოდ 4 შემთხვევაშია უარყოფითი.
ამასთან, როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცხადებენ, გუშინ დღის მეორე ნახევარში, ქალაქში კორონავირუსი 21 შემთხვევაში დადასტურდა, დღეს დილით კი 2 დაემატა.