თურქეთიდან შემოტანილ 25 000 კგ კარტოფილში კარტოფილის კიბო აღმოჩნდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, სარფის გამშვები პუნქტის გავლით თურქეთიდან საქართველში 25 000 კილოგრამი კარტოფილი შემოვიდა, რომელშიც კარტოფილის კიბოს შემცველობა დადასტურდა.

საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კერძოდ – კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა, – წერია უწყების განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.