თურქეთმა საქართველოს სუნთქვის აპარატები და PCR ტესტები გადმოსცა

 თურქეთმა საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, სუნთქვის აპარატები, PCR სადიაგნოსტიკო ტესტები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გადმოსცა.

 საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დონაცია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის დახმარებას, კორონავირუსის პანდემიის დროს. 

“აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი მოხმარდება სწორედ იმ ადამიანების საჭიროებებს, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის შედეგადაა დაზარალებული”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.