სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს სპეციალურ ცერემონიალზე საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭეს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ღონისძიებას პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.
“მიხარია, რომ ვიმყოფები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია II-სათვის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭების ცერემონიალზე. ისიც უნდა დავამატო, რომ ცოტა არ იყოს გამიკვირდა, რომ ჯერ არ ჰქონდა უწმინდესს მიღებული საპატიო ხარისხი ჩვენი სემინარიის და აკადემიისა. თქვენო უწმინდესობავ, თქვენს ხელში ხელახლა დაიბადა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, როცა ის მსოფლიო ეკლესიების ოჯახის სრულუფლებიან წევრად აღდგა,” – თქვა ზურაბიშვილმა ცერემონიალზე.