დმანისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან ინციდენტი მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, რის შედეგადაც არიან დაშავებულები.
ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით: 117-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.