“ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ოპოზიციური პარტიების პრემიერობის კანდიდატების შეფასებას ეხებოდა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარია არამხოლოდ კანდიდატი, არამედ, მომავალი პრემიერიცაა.
“ჩვენ გვყავს ერთადერთი რეალური, ძლიერი კანდიდატი პრემიერ მინისტრობისთვის და ის არამარტო კანდიდატია, არამედ მომავალი პრემიერმინისტრია ჩვენი ქვეყნის, რომელიც ის უზრუნველყოფს, იმას რომ ქვეყანა პანდემიიდან გამომდინარე დაძლევს პრობლემებს უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში და ამის შემდეგ გვექნება ძალიან სწრაფი ტემპით ეკონომიკური განვითარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, სტრატეგია აღმაშენებელმა პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე წარადგინა , პარტია “ლელომ” მამუკა ხაზარაძე, “ძალა ერთობაშიამ” მიხეილ სააკაშვილი, ხოლო “ლეიბორისტულმა პარტიამ” შალვა ნათელაშვილი.







