კლასი, რომელშიც კორონავირუსი პირველკლასელს დაუდასტურდა, სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
როგორც ბეგაშვილმა აღნიშნა, ეპიდემიოლოგებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აღნიშნულმა კლასმა სწავლა ონლაინ ფორმატით გააგრძელოს. მისივე ცნობით, სკოლის სხვა კლასებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
ქალაქში კორონავირუსი პირველკლასელს დღეს დაუდასტურდა. რუსთავში ბოლო ოცდაოთხ საათში “კოვიდ 19″-ის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.