კლინიკა “რუსთავი” კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს

 კლინიკა რუსთავში კოვიდის მიმღები განყოფილება ეწყობა და სამედიცინო დაწესებულება ხვალიდან, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს.  კლინიკაში  ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის ჯამში 54 საწოლის მობილიზება მოხდება. 

 კოვიდმიმღები განყოფილების გაფართოებისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშიც. 

 ცენტრლური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის განცხადებით, ინფექციური ცენტრი გათავისუფლდება დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული სამსახურებისგან, რისთვისაც  კლინიკის ტერიტორიაზე თანამედროვე  შენობა შენდება. მისივე განცხადებით, სამუშაოები  თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ინფექციურის პათოლოგიურ ცენტრს კი ახალი ბოქსები და პალატები დაემატება. საჭიროების შემთხვევაში ცენტრი კოვიდპაციენტების მისაღებად მზად იქნება.