კლინიკაში კორონავირუსის 2 შემთხვევა გამოვლინდა

 კლინიკა “რუსთავში” მოთავსებული 5 პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია. ცენტრის ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ბოლო ოცდაოთხ საათში ხუთი პირი გამოიკვლიეს, საიდანაც ვირუსი ორ მათგანს დაუდასტურდა. 

TV4-ის ინფორმაციით, კლინიკა “რუსთავის” კოვიდის მიმღები ცენტრი უკვე შევსებულია და მათ ახალი პაციენტების მიღება არ შეუძლიათ.

საერთო ჯამში, რუსთავის ცხელების ზონებში 28 ოქტომბერს კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა.