საქართველოში კორონავირუსით დღეს მერვე, 93-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.
გარდაცვლილი 55 წლის მამაკაცია და ის კლინიკა „მედინაში“ მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
„პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. მას აღენიშნებოდა: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო კრიტიკული, აღენიშნებოდა ორმხრივი ბრინქოპნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. კლინიკის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, პაციენტი მოთავსდა იზოლირებულად და გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
აჭარაში დღეს კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე ფაქტი დაფიქსირდა.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, აჭარაში ჯამში 47 ინფიცირებული გარდაიცვალა.