რუსთავის ცხელების ცენტრის ორ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ორივე მათგანი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია. ინფიცირებულია 80 წლამდე ქალი და 60 წლამდე მამაკაცი.
მისივე ცნობით, ამ დროისთვის საკუთარი ტესტის პასუხს კორონავირუსზე ცენტრში მოთავსებული 5 პაციენტი ელოდება. მათი პასუხები ცნობილი 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.