“კოვიდ19”-ის 2 ახალი შემთხვევა რუსთავის ცხელების ცენტრში

რუსთავის ცხელების ცენტრის ორ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულები შუახნის მამაკაცები არიან. 

ინფექციური  საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება კიდევ ექვსი პაციენტი, რომლებსაც ეპიდემიოლოგები “კოვიდ 19”-ზე გამოიკვლევენ.