კომპანია “რუსთავის წყალი” განცხადებას ავრცელებს

2 ნოემბრიდან რუსთავის წყლის სერვის ცენტრი მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

“პანდემიის გათვალისწინებით, 2 ნოემბრიდან, რუსთავის წყლის სერვის ცენტრში შეიზღუდება მოქალაქეების ვიზიტი და მომხმარებლები მომსახურებას დისტანციურად მიიღებენ.  

განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე  online@rwc.ge;   ონლაინ რეჟიმში მიღებული განცხადების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებლები კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით  მიიღებენ. 

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური  ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე,  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზისა –   341 22 00 11   და ონლაინ ჩათის მეშვეობით” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.