კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა გაიზარდა

 საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტახნის წინ გამოქვეყნდა.

კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობის კურსს კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში გადიოდნენ, თანმდევი დაავადებები ჰქონდათ . 78 წლის ქალს ორმხრივ მწვანე პნევმონიასთან ერთად აღენიშნებოდა ხორხის სიმსივნე.

რაც შეეხება 72 წლის მამაკაცს, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, კარდიომიოპათია და ორმხრივი ჰიდროთორაქსი აღენიშნებოდა.

პაციენტები კლინიკაში 15 და 16 სექტემბერს შეიყვანეს.

ამ დროისთვის საქართველოში „კოვიდ-19“-ით 43 ადამიანია გარდაცვლილი.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 6 640 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს.