კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით დღეს მეოთხე, 54-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს. 

ინფიცირებული ქუთაისში მკურნალობდა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 375 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. მათივე ინფორმაციით, 24 საათში ქვეყანაში 3 640 PCR ტესტი ჩატარდა.