კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 113-ს შეადგენს.

 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 14 440 შემთხვევაა დადასტურებული.