საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, 2 გარდაცვლილი პაციენტიდან ერთ-ერთი 90 წლის კაცია ბათუმიდან. პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო კლინიკაში შეყვანისთანავე და დროთა განმავლობაში მას გაუმწვავდა პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია
მეორე გარდაცვლილი პაციენტის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, ცნობილი არაა.
ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 554 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 252 ადამიანი გარდაიცვალა – 2.
ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 8 118 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 4 244 პაციენტი გამოჯანმრთელდა.