კორონავირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 143-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 18 663 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი.