საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 238-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევათა რაოდენობა 12 632-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1162 პაციენტი და საერთო რაოდენობა 12632-ს შეადგენს.