კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 136-ს შეადგენს.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 17 477 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8 060-ს შეადგენს.