კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში

რუსთავის ცხელების ცენტრის სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ტვ4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ერთ-ერთი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 45 წლამდე მამაკაცია. ხოლო დანარჩენი ორი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტს წარმოადგენს. ინფიცირებულია ანსამბლ “თუთარჩელას” წევრის კონტაქტი, ახალგაზრდა მამაკაცი და ახალგაზრდა გოგონა, რომელიც “თუთარჩელას” არ უკავშირდება.

რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებული სულ 9 პაციენტი გამოიკვლიეს და 6 მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ცენტრში ამ დროისთვის 2 ახალი პაციენტია მოთავსებული. მათი ტესტის პასუხი კორონავირუსზე 24 საათის განმავლობაში გხდება ცნობილი.