კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა რუსთავში

რუსთავში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. 

ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. 

ცნობისთვის, რუსთავში 29 აგვისტოდან დღემდე კორონავირუსი 300-მდე პირს დაუდასტურდა.