კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა რუსთავში

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რუსთავში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
 
კოვიდინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
 
ინფორმაციისთვის, დღეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა რუსთავის ცხელების ცენტრის 12 პაციენტს.