კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა რუსთავში

 რუსთავში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.

ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევებიდან ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორი თბილისის მცხოვრები,  ერთი კი რუსთაველია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ  8 ახალი პაციენტი რჩება. მათი ტესტის პასუხი კორონავირუსზე, სავარაუდოდ 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.