კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა რუსთავში

რუსთავში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც TV4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ახალი პაციენტებიდან შვიდი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ორის შემთხვევაში მიმდინარეობს ეპიდკვლევები

ამასთან, დადასტურებული შემთხვევებიდან ორი ცხელების ზონის პაციენტია. ინფექციური  საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება კიდევ ექვსი პაციენტი, რომლებსაც ეპიდემიოლოგები გამოიკვლევენ. 

ცნობისთვის, რუსთავში 29 აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის 355 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 200-მდე პირი უკვე გამოჯანმრთელდა.