კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა წალკაში

 წალკაში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ TV4-ს წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. 

მათივე ცნობით, ახალი შემთხვევებიდან სამი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, ორის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. 

ცენტრის ხელმძღვანელის მანანა მირაშვილის ინფორმაციით, წალკაში კორონავირუსის ჯამში შვიდი შემთხვევაა დადასტურებული. მიმდინარეობს ეპიდკვლევები.

ცნობისთვის, წალკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ორი დღის წინ დადასტურდა. ვირუსული ინფექცია 46 წლის ქალს დაუდასტურდა.