კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა რუსთავში

 რუსთავში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ახალი შემთხვევები ბოლო ოცდაოთხ საათში გამოვლინდა. 

ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებული კოვიდინფიციფრებული პაციენტების კონტაქტები არიან და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.