რუსთავში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. ინფიცირების წყაროს დასადგენად, ეპიდკვლევები მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, ჯამში ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 80-მდე შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 45 ადამიანი გამოჯანმთელდა.









