კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 33 858-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
გამოჯანმრთელდა 2 197 პაციენტი და ჯამში განკურნებულთა რაოდენობა 14 829-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 253-მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 507 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 022 ადამიანი. ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.