რუსთავში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. როგორც ცენტრში აცხადებენ, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ეპიდკვლევები.
ახალი კოვიდდადასტურებული პაციენტებიდან ორი, რუსთავის ცხელების ცენტრში გამოიკვლიეს. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ორივე მათგანი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია. ინფიცირებულია 80 წლამდე ქალი და 60 წლამდე მამაკაცი. ცხელების ზონის ბოქსირებულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება კიდევ ხუთი პირი, რომლებსაც სპეციალისტები “კოვიდ 19″-ზე ოცდაოთხი საათის განმავლობაში გამოიკვლევენ.
ცნობისთვის, 29 აგვისტოდან დღემდე, რუსთავში კორონავირუსი 300-მდე პირს აქვს დადასტურებული, საიდანაც 120-მდე ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.